თავდაცვის მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 16:56, 02 Mar, 2017     1044
თავდაცვის მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები, ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და დასახული ამოცანები ის მთავარი საკითხებია, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს გააცნო.


საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გენერალ პეტრ პაველმა პირველი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გამართა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ქართული მისიის ხელმძღვანელი ნატოს მისიაში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ. მხარეებმა ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და დასაყრდენ მოკავშირეს რეგიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არამარტო ევროატლანტიკური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმებს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს.

ლევან იზორიამ ნატოს უმაღლეს სამხედრო პირს მადლობა გადაუხადა ალიანსის წევრი თითოეული ქვეყნის მიერ იმ მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას.

მისივე თქმით, ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო, უკვე მეორედ ეწვია საქართველოს, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრა, ნატოს სამხედრო კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, გენერალმა პეტრ პაველმა მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართეს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42