ბაჩუკი ქარდავამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო დავაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განვითარებულ პროცესებში არ არსებობს სამართლებრივი ფორმა. მისი თქმით, ხელისუფლება რუსთავი 2-ს სასამართლოს ხელით ებრძვის.
„დღეს რუსთავი 2-ის შენარჩუნება არ არის მხოლოდ რუსთავიორელების საქმე ან პოლიტიკოსების საქმე. ეს რატომაც ჩვენ ვიბრძოდით და მოვიპოვეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და დღეს აქ რომ ვდგავართ ვიცავთ იმ მოპოვებულს. იმ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ვცდილობთ.
შეუძლებელია ქვეყანა იყოს სტაბილური თუ არ იქნება ქვეყანაში თავისუფალი მედია. ჩვენც გვსურს სტაბილურობა და არ გვსურს ქვეყანაში რევოლუციური პროცესები და ქვების სროლა დაიწყოს. ეს მოხდება აუცილებლად იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და დახურავს რუსთავი 2-ს, ეს გარდაუვალი იქნება“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე საათია უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობს. სხდომა დახურულია და ზეპირი მოსმენის გარეშე იმართება. არ არის გამორიცხული დიდმა პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს.
უზენაესი სასამართლოს შენობასთან კი დილიდან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






