შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ნოდარ კერესელიძემ საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერა და მათი ჩართულობა დარგის განვითარების ხელშეწყობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.
შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის იმ მიმართულებებზე გამახვილდა, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა არსებობს და სადაც ხელშეწყობის აუცილებლობის საკითხი დგას.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) რეგიონული დირექტორის მოადგილე შამენა გალი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) საქართველოს ოფისის წარმომადგენელი დემნა ძირკვაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ხატია წილოსანი.
მასალის გამოყენების პირობები






