„არის გარკვეული განწყობები ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, ბუნებრივია ვიდრე ჩვენ კონსულტაციებს არ გავივლით ყველა დეპუტატთან, მანამდე გაგვიჭირდება საბოლოო პოზიციის დაფიქსირება მათ შორის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით. წინა მოწვევის პარლამენტის გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან გართულდა სისტემური ცვლილების ამოქმედება. ამით არ მინდა თქმა, რომ ზედმეტად რთულად მესახება ეს კონსენსუსი, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ გარკვეულ სირთულეებთან და შეიძლება, მნიშვნელოვან სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საერთო კონსენსუსის მიღწევა მმართველი გუნდის შიგნით. ჩვენ გვესახება ასეთი სისტემა - ძლიერი პარლამენტი. რა განაპირობებს პარლამენტის სიძლიერეს - საარჩევნო სისტემა. დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას გამარჯვებულ პარტიას ანიჭებს და ოპოზიცია შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს. ეს არის არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისუბურება. საბოლოოდ, საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები. ამის მთავარი ინსტრუმენტი არის არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ის თუ როგორ გვესახება პროპორციული სისტემა, ბუნებრივია, პროპორციულ სისტემას აქვს თავისი თავისებურებები - დაწყებული საარჩევნო ბარიერით, დასრულებული სხვა საკითხებით. ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილია კონკრეტული პროექტი და შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ“- განაცხადა ირაკლი კობახიძე,
მასალის გამოყენების პირობები






