“გვინდა დავანახოთ ყველას რომ ჩვენი ამოცანა არაა კონკრეტულ მოცემულობაში, კონკრეტულ პერსონალიებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რომელიცაა საბოლოო წერტილი სადაც შეიძლება რომ მივიდეთ, ეს წესი უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით. ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია რომ 7 წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე. არაპირდაპირი და პირდპირი არჩევნები რეალურად პრეზიდენტის კომპეტენციებს არ ცვლის, რომელიც გაწერილია მოქმედი კონსტიტუციით. პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა, ესაა ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი საპარლამენტო მმართველობის. იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია, რომ ჩვენ პრეზიდენტის სტატუსისა და კომპეტენციის შეზღუდვა გვინდა. რომ მივყევით სტატუსისა და კომპეტენციების მარეგულირებელ ნორმებს, გამოვიდა ისე , რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის თავიდან ვერაფერს ვერ ამოიღებ, იმდენად რადიკალურად და ფუნდამენტურად შეზღუდულია უკვე პრეზიდენტის უფლებამოსილებები 2010 წელს. მხოლოდ მინიმალურ კორექტივებს თუ შევიტანთ, ცვლილებასაც ვერ დავარქმევთ, თორემ ამაზე მეტად პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ თითქმის არ ვეხებით სტატუსს, თითქმის არ ვეხებით უფლებამოსილებებს. “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






