უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებით იწყებს განხილვებს. სასამართლოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის ფარგლებში საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ:
„მსურს დიდი პატივით მივესალმო თავისუფლების მცველებს, თქვენ ხართ საქართველოში ისტორიული მონაკვეთის თანამონაწილეები, ადამიანები, რომლებიც 21-ე საუკუნეში ჩვენდა სამარცვინოდ გიწევთ ტავისუფლების დაცვა, სწორედ რუსთავი 2-ზე გადის დღეს თავისუფლების მთავრი ღერძი, იქნება საქართველო თავისუფალი სიტყვის თავისუფალი ქვეყანა, თუ იქნება საქართველოს ტირანიის და აზიური დიქტატურული მმართველობის მსგავსი სახელმწიფო.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არც ცხოვვრობს ის საზოგადოება, ის ადამიანები რომლებიც თუნდაც ივანიშვილს, ვინც არ უნდა იყოს, შეეგუებიან და დაუთმობენ საქართველოს, მისცემენ იმის საშუალებას რაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირიდან, ივანიშვილს დაუთმობენს აქართვეოს დამოუკიდებლობას და მის თავისუფლებას.
მსურს ვისაუბრო ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რაც მიმაჩნია, რომ არის მთავარი არგუმენტი, რატომაც ცდილობს ივანიშვილიდ ახუროს რუსთავი 2, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხელისუფლება გააქტიურდა რუსულ ფლანგზე, ძალიან კარგად გვესმის ალტერნატიული მაგისტრალების გახსნის შესახებ ინფორმაცია, გვესმის ინფორმაცია რკინიგზასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ჩუმად, საზოგადოების იგნორირებით რუსეთთან დათმოს ურთიერთობა და გააფორმოს ისეთი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ საბოლოოდ გადაგვიკეტავს გზას თავისუფალი საზოგადოებისაკენ, ევროპული სტრუქტურებისაკენ, ეს ნიშნავს უკან დაბრუნებას რუსეთის შემადგენლობაში, ფორმალურად დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში ამას არც ერთი ჩვენთაგანი არ შეეგუება და სწორედ რუსთავი 2-ის მოგუდვა იმიტომ ეჩქარება დღეს ხელისუფლებას, რომ ეჩქარება საქართველოს დაბრუნება რუსეთს ორბიტაზე.
საკოორდინაციო საბჭო რიოდესაც გეგმავდა დღევანდელ აქციას, ჩვენი გეგმა იყო დაბალი ტემპით დაწყება, მცირე რაოდენობით და ნელ-ნელა ძალების მოკრება. დღეს აქ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და ეს გვაძლევს ნიშანს იმისას, რომ დღეს ქართული საზოგადოება არის მზად ბრძოლისთვის, ახლა ჯერი იმ ადამიანებზეა, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, ან ისინი გადაარჩენენს აქართველოში სიტყვის თავისუფლებას, გდაარჩენენ რუსთავი 2-ს და ამით გადაარჩენენ სასამართლოს ან ჩვენ მივიღებთ საზოგადოების უკიდურეს პროცესს, ნურავინ გვემუქრება იმით, რომ საქართველოს სტაბილურობა სჭირდება, საქართველოს სჭირდება დემოკრატიული სტაბილურობა და არა მონობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ საზოგადოებას სურს თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებული სტაბილური საქართველო და არა რუსეთის ხიშტის ქვეშ დამონებული საქართველო“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






