„რუსეთი აჩქარებს მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილ ივანიშვილის“ - თამრიკო ჩხეიძე
პოლიტიკა - 13:30, 02 Mar, 2017     9271

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებით იწყებს განხილვებს. სასამართლოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე იმყოფება თამრიკო ჩხეიძე. როგორც „ნიუპოსტს“ ჩხეიძემ განუცხადა, ხელისუფლება, რომელიც კრემლის ხელდასმულია ჩქარობს სისრულეში მოიყვანოს კრემლის დავალება:

„აქციაზე იმიტომ ვარ, რომ ეს ჩემი ბუნებრივი ადგილია, ჩემს აქ ყოფნას საერთო არაფერი აქვს იმასთან, თუ რა დამოკიდებულება მაქვს რუსთავი 2-თან ან იმ პოლიტიკურ ძალასთან რომელთანაც ასოცირდება ეს ტელეკომპანია. არ აქვს მნიშვნელობა დადებითად თუ უარყოფითად აფასებს ადამიანი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას. დღეს დგას ძალიან მარტივი ჭეშმარიტება ხელისუფლებას სურს მოსპოს მძლავრი განსხვავებული აზრი. ამ დროს ადამიანს, რომელსაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს დემოკრატიულ ფასეულობებზე და ქვეყნის ინტერესებზე, ყველა ადმიანის ბუნებრივი ადგილი უნდა იყოს აქ. სამწუხაროა, რომ ღირებულებები მოსახლეობის ნაწილს გაცნობიერებული არ აქვს, დღეს მხოლოდ სიტყვის და გამოხატვის, მედიის თავისუფლების საკითხი არ არის, მართალია ეს საკმარისია იმისთვის, რომ ყველა აქ ვიყოთ, თუმცა, დგას საკითხი იმისა, რომ რუსეთი აჩქარებს მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილ ივანიშვილის, რომ სასწრაფოდ გადადგას სტრატეგიული ნაბიჯები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს იქნება რკინიგზის გახსნა თუ სხვა მავნებლობები“, - განაცხადა თამრიკო ჩხეიძემ.

მისი თქმით საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების უკან რუსეთი დგას:

„საპატრიარქოს წინააღმდეგ, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ და მისი დისკრედიტაციისკენ მიმართული პროცესის უკან რუსეთი დგას, რადგან ეკლესია მიუხედავად მისი სხვადასხვა გავლენებისა, ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციასთან შეურიგებლობის, ამიტომ რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ საქართველოს პატრიარქი ილია მეორეა“, - აღნიშნა თამრიკო ჩხეიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42