უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებით იწყებს განხილვებს. სასამართლოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
საკოორდინაციო საბჭოს წევრი ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლება რუსული სცენარით მოქმედებს:
„დემოკრატიული პროცესები მივიდა იქამდე, რომ ოლიგარქი ცდილობს გააკონტროლოს ყველაფერი და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, ის ინსტიტუციები, რომელსაც იგი ბოლომდე ვერ აკონტროლებს, რუსთავი 2, საპატრიარქო, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ყველა ამ ჩამოთვლილ ინსტიტუციებზე ერთდროულად ფორსირებული შეტევა მიმდინარეობს, რათა მათი სრული დაქვემდებარება მოხდეს, დღეს გვაქვს შემთხვევა, როცა უზენაესი სასამართლოს ხელშია თუ საით წავა საქართველო. თუ ოლიგარქმა ყველაფერზე მოიპოვა გავლენა, ჩვენ დემოკრატიის ხარისხით რუსეთს დავემსგავსებით, სადაც ყველაფერი კონტროლირებადია და რომელსაც ერთი კაცი მართავს. სამწუხაროდ იმავე პროცესებს ვხედავთ საქართველოში, მედიასთან მიმართებით საქართველოში პროცესები „ენტევეს“ სცენარით მიმდინარეობს. რუსეთის მსგავსად საქართველოშიც მოხდა საპატრიარქოს მმართველობაში ჩარევა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენ ძალიან ვემსგავსებით რუსეთს და გავდივართ იმ გზას, რომელიც გაიარა რუსეთმა სრული ავტოკრატიული მმართველობის მიმართულებით“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






