„ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ექცევა დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ინსტიტუტებს. ხედავთ პოლიტიკურ პატიებზე არასამთავრობო სექტორზე ეკლესიაზე ქართულ ჯარზე და პოლიციაზე ამ ყველაფრის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი მიადგა რუსთავი 2-ს და ცდილობს შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა, რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია საქართელოს ისტორიის მანძილზე. ხელისუფლებას სურს გააუქმოს თავისუფალი სიტყვა, რომ მოსახლეობას არ მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. ამას აპროტესტებს ის ხალხი, რომელიც აქ შეიკრიბა ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ უზენაესი სამსამართლოს კოლეგია ადექვატურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და არ შეუქმნიან საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს. რეალობა არის ის, რომ შანტაჟის და მუქარის პირობებში კოლეგიამ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ხელისუფლება იქნება დელეგიტიმური და ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ ხალხის მობილიზებას იმისთვის, რომ თბილისის ქუჩები გადაიქცეს მასობრივი მანიფესტაციის ადგილად. ჩვენ ვერ ვაჩერებთ მათ პარლამენტში, ვერ ვაჩერებთ მათ სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობით და ერთადერთი რაც ჩვენ ხელთ არის ხელისუფლება შევაჩეროთ ხალხის მასობრივი პროტესტით“- განაცხადა წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






