პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისათვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძის განცხადებით თუ არაფორმალურმა მმართველობამ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა ხელჰყო და სიტყვის თავიუფლების არსებობას საფრთხე შეუქმნა, მათ რადიკალური ბრძოლისა და მეთოდების გარდა სხვა გზა არ რჩებათ:
„ჩვენ აღარაფერი გვრჩება გარდა რადიკალური ბრძოლისა და მეთოდებისა, თუ არაფორმალურმა მმართველობამ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა ხელჰყო. ეს არის დაუშვებელი“- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
აღნიშნული განცხადება ნიკა მაჭუტაძემ დღეს რუსთავი2-ის ხელმძღვანელობის, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პარტიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრაზე მათ ნიკა გვარამიასგან ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. ასევე ისაუბრეს იმ აქციაზეც, რომელიც ხვალ 11:00 საათზე უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი2"-ის და სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






