"ხვალიდან გადაწყდება საქართველო განვითარდების გზას დაადგება, თუ ჩავვარდებით უკუნეთში, რომლიდან ამოსვლა სამწუხაროდ, ძალიან გაგვიჭირდება," - განაცხადა უგულავამ.
როგორც ,,კურიერის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.
„მე არ გამოვრიცხავ, თუ ხელისუფლებამ ბოლომდე განახორციელა ის მზაკვრული გეგმა, რა გეგმაც არსებობს, ვგულისხმობ ქიბარ ხალვაშის ქურქში ჩაცმულმა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა თუ ძალადობრივად, სასამართლოს ვითომდა გაპრავებით მიითვისა რუსთავი 2 და შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა, ეს აუცილებლად იქონიებს ძალიან კონკრეტული შედეგებს და ერთერთი ნეგატიური შედეგი შეიძლება იყოს ის 7-8 წლის სამუშაო, რომელიც დღეს დასრულდა და რომლითაც უნდა ისარგებლოს თითოეულმა მოქალაქემ, შეიძლება ერთი ხელის მოსმით ჩაიყაროს წყალში და ამაზე პასუხისმგებელი იქნება დღევანდელი ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი. არანაირი საუბარი ხელისუფლებასთან, ან საჯარო მივმართვა ივანიშვილის სახელზე, ამის აზრს ვეღარ ვხედავ, იმიტომ რომ პოლიტიკურად ეს ხალხი არის ყრუ, პოლიტიკურად ეს ხალხი ბრმაა და მათთან საუბარს აზრი არ აქვს.“ - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






