„გული აღარა მაქ, ამის დედაც ვატირე!,, რად ვაქციეთ ქვეყანა“- წერს ახალგაზრდა პოეტი თორნიკე ნაროზაული და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
თორნიკე ნაროზაული: „გული აღარა მაქ, ამის დედაც ვატირე!
სამსახურის ავტობუსიდან ორი ნაბიჯით ადრე ჩამოვედი, სადღაც პირველ სკოლასთან და ფეხით ჩავუყევი მეტროსკენ - ჯერ ბიჭი შემხვდა, პატარა ასე 9-10 წლის, იჯდა სკამზე და სალამურზე უკრავდა, წინ ჩანთა ეგდო - ხურდისთვის.
მერე მოხუცი ბებო, გაყინული ხელებით და ცხელი თვალებით შემომყურებდა, აღარ მქონდა ფული, თორე ერთ ჭიქა მზესუმზირას მაინც ვიყიდდი, სულ რომ არ მეჭამა.
მეტრომდე ჩავაღწიე და იქ დედაჩემის ხნის ქალი იდგა და თავისთვის ჩაილაპარაკა - გატარება ხომ არ გინდაო...
გვიან მივხვდი, რა თქვა... აქამდე ქალი არასოდეს შემხვედრია, სულ ბიჭები ან მამაკაცები იდგნენ ხოლმე, გავჩერდი, შემოვხედე და .... სახეზე დიდი სასოწრაკვეთა და საშინელი სირცხვილი ეხატა.
რად ვაქციეთ ეს ყოველმხრივ იდეალური ქვეყანა, მართლა დედა ვუტირეთ და ისე არხეინად დავტასაობთ, ასეთი ადამიანების გვერდით და ცხვირწინ, თითქოს ვაშურებდეთ - აი, ნახეთ, ჩვენ რა კარგად ვართ, როგორ კარგად გვაქვს ყველაფერი, რა კარგია ასე ცხოვრება, თქვენ იდარდეთ, თორემ ჩვენ რა-ო!!!
რანაირი უემოციო და უგულოები გავხდით.
იმათზე სიტყვის გახარჯვაც არ ღირს, ქვეყნის სათავეში რომ ყრიან და საარსებო ლარ-ნახევარი არ ენანებათ ჩვენთვის.“
მასალის გამოყენების პირობები






