რ2-ის ხელმძღვანელობა ოპოზიციური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 18:58, 01 Mar, 2017     1278
დღეს რუსთავი2-ის ხელმძღვანელობა არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პარტიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ნიკა გვარამიასგან ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრის მონაწილეებს ნიკა გვარამია ესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე არა მარტო ტელეკომპანიისთვის, არამედ საერთოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ნიკა გვარამიას თქმით, მან შეხვედრაზე იმ გეგმებზე ისაუბრა რომელიც რ2-ს აქვს.

„ამ შეხვედრის მიზანია, რომ ინფორმირება მოვახდინოთ, რა ხდება ჩვენს საქმესთან დაკავშირებით, რა გეგმები და მოთხოვნები გვაქვს. მოლოდინებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ იმიტომ რომ ლოგიკას არ ექვემდებარება. წინ განვითარებული მოვლენების გამო ხვალინდელი პროცესი ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და ვაპირებთ, რომ ქვეყანას რუსთავი2 და სიტყვის თავისუფლება შევუნარჩუნოთ.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას თქმით ივანიშვილის მმართველობის რეჟიმის გათვალისწინებით მოლოდინები პესიმისტურია, თუმცა როგორ გუგავა აცხადებს რ2-ის ხელში ჩაგდებით ივანიშვილი ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ამას შეიძლება ხელისუფლება შეეწიროს:

„როდესაც ვიცით, რომ პროცესებს მთლიანად მართავს ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც თავისი ბუნებით არის მტაცებელი და მის მიზანს წარმოადგენს, რომ რ2 ჩაიგდოს ხელში. ბუნებრივია მოლოდინები არის პესიმისტური. ის თუ ამ ნაბიჯს გადადგამს ეს ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ამას შეიძლება ხელისუფლება შეეწიროს“- განაცხადა გიორგი გუგავამ და აღნიშნა, რომ მისი პარტია ხვალ დაგეგმილ აქციას უერთდება, რომელიც რ2-ის და სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით იმართება.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის თქმით რ2-ის საკითხი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს. კინწურაშვილის თქმით რ2-ის დაცვით არა მარტო ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა ხდება არამედ თითოული მოქალაქის გამოხატვის უფლებისაც.

„ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას პირველ რიგში საკუთარი გამოხატვის უფლება და არა ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ“- განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით ხვალ 11:00 საათზე უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი2"-ის და სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42