„საქართველოს საბოლოო მიზანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს“ - მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 18:30, 01 Mar, 2017     1228
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ხალხს ისტორიული დღე ბრიუსელიდან მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“- აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ პროცესის დასრულების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან შევა ძალაში.

„ეს უკვე დადასტურებული, ოფიციალური ინფორმაციაა, 8 მარტს განახლებული რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, 28 მარტს - ძალაში შევა და ამის შემდეგ, უკვე ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი და მიემართება ევროკავშირისკენ მოკლევადიანი ვიზიტით, შეეძლება ამ ვიზიტის განხორციელება,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

ევროპარლამენტში, სულ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია დადასტურებული ინფორმაციის თანახმად 8 მარტს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, ხოლო 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42