„საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით"- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 17:40, 01 Mar, 2017     1111
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

ბელარუსის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობა, სხვადასხვა პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ორიენტაციის მქონე ქვეყნების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია.

„საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, ხოლო ბელორუსია ევრაზიული კავშირის წევრია. ამავდროულად ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის თავისუფალ არჩევანს და ამიტომაც ჩვენი სახელმწიფოების სწრაფვა განსხვავებული ალიანსებისადმი წარმოადგენს არა გამყოფ ხაზს, არამედ იმ უპირატესობას, რამაც კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს და გააღრმავოს ჩვენს შორის კავშირები. ვფიქრობ, პარტნიორობის ასეთი მაგალითი მისაბაძი უნდა გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო-ბელარუსს შორის დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო-ბელარუსს შორის დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოსათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წლის ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის სამიტის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მოქნილობას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ყველა მონაწილე ქვეყნის მოთხოვნებთან, მოლოდინსა და ინტერესებთან.

მხარეებმა დაინტერესება გამოხატეს გააძლიერონ თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, საერთო ინტერესების საკითხებში არსებული შესაძლებლობებისა და რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ბელარუს კოლეგებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ტურიზმის მიმართულებით გაუმჯობესებულ მაჩვენებლებსაც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

დღესვე ხელი მოეწერა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობებს შორის შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“.

შესაბამის დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ და ტრანსპორტის მინისტრმა ანატოლი სივაკმა მოაწერეს ხელი.

აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარლებში ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სახელმწიფოების თანამშრომლობას, ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42