აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:10, 01 Mar, 2017     705
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც აგრძელებს ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის, მისი ელემენტარული უფლებების უხეში და მიზანმიმართული დარღვევის დანაშაულბრივ პოლიტიკას. ამაზე მიუთითეთებს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 5 მარტიდან ოტობაიასა და ნაბაკევში გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ. აშკარაა, რომ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების უფლების შეზღუდვით, კრემლი სჯის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების დღე-დღეზე მოპოვების მოლოდინში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ამ ორი მოვლენის დროში დამთხვევა მოსკოვმა სავსებით გამიზნულად მოახდინა.

ოკუპანტის გადაწყვეტილება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი გადასასვლელების დახურვის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალის ფუძემდებლურ ნორმებს. ამასთანავე იგი მრავალ დამატებით პრობლემას შეუქმნის ისედაც უფლებაყრილ და კანონგარეშე გამოცხადებელ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას. უკიდურესად გართულდება კომუნიკაცია აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად გახლეჩილი ათასობით ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის. გადასასვლელების დახურვის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდება გალის რაიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. ადამიანები ვერ შეძლებენ არსებობის ძირითადი წყაროს - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გადმოტანას და მისაღებ ფასებში რეალიზაციას, აგრეთვე სურსათისა და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას. გალის რაიონის სოფლებში მაცხოვრებელთა უმეტესობისთვის ა.წ. 5 მარტის შემდეგ პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი გახდება გადაუდებელი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების, ასევე ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების სკოლებში ხარისხიანი განათლების მშობლიურ ენაზე მიღება.

გადაადგილების უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიმართულია დანარჩენი საქართველოსაგან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი იზოლაციისკენ, მთელი ამ რეგიონის მცოცავი ანექსიისა და ასიმილაციის დაჩქარებისკენ. სრულიად აშკარაა, რომ ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის, უპირველეს ყოვლისა, გალის რაიონის გამალებულ მილიტარიზაციასთან, ე.წ. ,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნის შესახებ მოსკოვის მიერ ადგილობრივ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან 2015 წლის 21 ნოემბერს დადებული ,,ხელშეკრულების“ ამოქმედებასთან. გალის რაიონის ჩაკეტილ სივრცედ, ლამის საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა, ოკუპანტების აზრით, გამორიცხავს აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, დღეს დევნილების, საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ხელს შეუწყობს ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგების დაკანონებას.

უმაღლესი საბჭო, გამოხატავს რა ღრმა შეშფოთებას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო,

- გმობს გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დისკრიმინაციული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, გადაადგილების უფლების უკიდურესად შეზღუდვას;

- მოუწოდებს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ადექვატური შეფასება მისცეს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ჩვეული პრაქტიკის გაგრძელებას, რაც ამჯერად მოქალაქეთა გადაადგილების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვაში გამოიხატა;

- მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავაც განაგრძოს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ და მიიღოს დამატებითი ზომები, რათა აღნიშნული საკითხი გახდეს გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი შესაბამისი სტრუქტურების განხილვის საგანი;

- მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განიხილოს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების, მათ შორის გადაადგილების უფლების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო სამართლბრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა;

- თხოვს ჟენევის ფორმატის მედიატორებს მომავალ მოლაპარაკებებზე უზრუნველყონ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხის საგნობრივი და პრინციპული განხილვა"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42