მისი თქმით, დვალსა და აქიმიძეს ტელეკომპანიის დაბრუნების შესახებ სასამართლოსთვის არც კი მიუმართავთ.
"სამართლებრივად ეს შეუძლებელია, მათ სასამართლოში სარჩელი წარდგენილი არ აქვთ, სასამართლო იცნობს ხალვაშის სარჩელს. სამართლებრივად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩვენი არგუმენტაცია სწორია, უნდა დაუკმაყოფილოს ქიბარ ხალვაშს მოთხოვნა, ხალვაში გახდება კომპანიის მესაკუთრე, ეს არის და ეს. რას ფიქრობენ ბატონები დვალი და აქიმიძე და რა შეთანხმებაა ხალვაშთან, ეს ცალკე თემაა და არ შემიძლია ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო " - აღნიშნა პაატა სალიამ.
მისი თქმით, აქიმიძე, დვალასა და ხალვაშს შორის შემდგარი შეთანხმების დეტალების შესახებ არაფერი იცის.
"მე არ ვარ ამ შეთანხმების მონაწილე და არ ვარ უფლებამოსილი ამ თემაზე ვისაუბრო. როგორც ადვოკატს, მე გარკვეული ფუნქციები და მოვალეობები მაკისრია, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ამ უფლებამოსილებას ვერ გავცდები"- განაცხადა სალიამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის თქმით, ტელევიზია არა ქიბარ ხალვაშმა, არამედ მისმა შემქმნელებმა უნდა დაიბრუნონ.
დავით დვალის თქმით, ის ტელეკომპანიის დაბრუნების საქმეში არ აპირებს, რომ ქიბარ ხალვაშის „კეთილ ნებაზე“ იყოს დამოკიდებული. დვალმა პროკურატურაში მათ მიერ შეტანილი სარჩელიც ახსენა და აღნიშნა, რომ საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






