"სუს-ს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ათას აბონენტს ერთბაშად მოუსმინოს" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 15:48, 01 Mar, 2017     4941
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ მოსმენების კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

,,ივანიშვილის და სუს-ის დავალებით ,,ქართულმა ოცნებამ’’ მიიღო კანონი, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოდ აძლევს საშუალებას შემოიხედოს ნებისმიერ საძინებელ ოთახში, ნებისმიერ სახლში, ხაკერულად შეამოწმოს და მოიპაროს ინფორმაცია ნებისმიერი კომპიუტერიდან. რაც მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ეს შესაძლებლობები ყოველწლიურად ათმაგდება. დღეს სუს-ს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ათას აბონენტს ერთბაშად მოუსმინოს. ამ კანონით დაემატა ის, რომ რეგიონული იქნება და მოსმენები გამგეობების დონეზეც დავა. პრაქტიკულად, მივიღეთ ორუელის ,,1984’’-ს, სადაც უფროსი ძმა ყველგან იხედება და ყველაფერს ამოწმებს. პარლამენტმა დღეს დაგვანახა, რომ ნოტარიალურ კანტორადაა გადაქცეული, ელემენტარულ წინადადებებს კი თუ დღეს არა, სამომავლოდ მაინც გამჭვირვალობას შეიტანდა ამ სისტემაში ესეთი ცვლილებებიც არ მიიღო. დღეს გავაფორმეთ პოლიციური სუს-ის სახელმწიფო, რომელსაც არავითარი ბალანსი აღარ ექნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუშალოთ ყველანაირად იქნება ეს სარჩელით საპროტესტო აქციებით თუ სხვა გზებით. მთავარია, რომ სრულად ოპოზიციური სპექტრი და არსამათავრობო ორგანიზაციები დარაზმულები ვართ ერთი იდეის გარშემო. თუ ჩვენ ეს გავატარეთ და უკანონობა მივიღეთ, მაშინ ამას ექნება თავისი ფასი და ამ ფასს გადაიხდის თითოეული ჩვენგანი. რაც მთავარია, უმრავლესობის გასაგონად მინდა ვთქვა, პირველ რიგში თქვენ მოგისმენენ და თქვენთან შემოიხედავს თქვენი უფროსი ძმა,’’-განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42