"რაღაც სიგნალები წამოვიდა ქიბარის მხრიდან, რომ მზად არის, რაღაც კომპრომისზე მოვილაპარაკოთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ მშვიდობიანად შევთანხმდებით და მისაღები იქნება წინადადება, არ გავაგრძელებთ დავას, თუ არ იქნება, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნოს ტელევიზია, ტელევიზია უნდა დაიბრუნონ მისმა შემქმნელებმა. სრული ურთიერთგაგება იყო, არანაირი პრობლემა არ გვქონია, იყო ლაპარაკი 50-50-ზე. გარანტია, შეგიძლიათ კითხოთ ნებისმიერ იურისტს, 50% პლიუს მენეჯმენტი ნიშნავს იმას, რომ მე თავისუფალი ვარ ქმედებებში, იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც რომ მოხდეს, ან გაყიდა წილი ვთქვათ, მე დაცული ვარ ყოველგვარი მომავალი ქარიშხლებისგან. დღეს, როგორც 2 წლის წინ, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია გარდა იმისა, მაყურებელი და გულშემატკივარი ვიყოთ ამ პროცესისა. დღეს ჩვენ, ისევ ვართ ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. არ მაინტერესებს, რატომ არის გაჩერებული, მე მოვითხოვ კატეგორიულად, რომ ყველა ვარიანტში პროკურატურამ უნდა გააცოცხლოს და თავისი თქვას. მე არ მინდა ეგეთი ნაჩუქარი სტატუსით ვიყო, რომ ქიბარ ხალვაშმა მიწილადა და მე მადლიერების გრძნობით ვიყო,“-განაცხადა დავით დვალმა.
მასალის გამოყენების პირობები






