„ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღეა, ხვალ ჩნდება შანსი რომ საქართველოს ისტორიაში სამართლებრივი გზით გადაიდგას ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენისკენ. იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ ზეწოლისა და აჟიოტაჟისა სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, როგორიც უნდა იყოს,“-განაცხადა დვალმა.
ტელეკომპანიის ფუნქციონირების 3 ძირითად პრინციპზე ისაუბრა ჯარჯი აქიმიძემ. მისი თქმით ამ პრინციპებზე შეთანხმება ქიბარ ხალვაშთან მოხდა.
ეს პრინციპებია:
ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც ოპოზიციურს, ისე სახელისუფლებოს და საქმიანობას განაგრძობს ზოგადსაკაცობრიო და ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლებზე დაყრდნობით;
ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის დროს.
ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის თანხებით. დაფინანსების წყარო იქნება საკუთარი შემოსავლები.
მასალის გამოყენების პირობები






