სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის სებ-ში დაბრუნებას
პოლიტიკა - 14:30, 01 Mar, 2017     1025
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორის სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მხარდაჭერის მზაობას.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ფონდის მხრიდან დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცების მიმართულებით, რისთვისაც უკვე მომზადებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

„მთავრობამ გაითვალისწინა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, აღარ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარუდგინა ის კანონპროექტები, რომლებიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს. საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერება აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას და უზრუნველყოფს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ დეპარტამენტთან და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, რათა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგადასახადო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებებთან და რეკომენდაციებთან.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და პირადად ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ფონდის მისიის მთელმა გუნდმა საქართველოს მიმართ გამოიჩინა. „ღრმად დარწმუნებული, რომ მას შემდეგ, რაც პროგრამა აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე წარდგენილი იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებისათვის, ჩვენ მივიღებთ მას უკვე, როგორც დამტკიცებულ ინსტრუმენტს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე, მადლობა გადაუხადა საქართვლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ყველა სამინისტროს, რომელიც ჩართული იყო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებების პროცესში, ფინანსთა სამინისტროს გუნდს.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღნიშნული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთავრობას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42