საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 13:31, 01 Mar, 2017     1117
ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ-ჰუსეინთან.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის საკითხში მისი პრინციპული პოზიციისთვის. მაღალი შეფასება მიეცა კომისრის მიერ 2016 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა საბჭოზე გაჟღერებულ მკაფიო გზავნილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების აუცილებლობაზე.

მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა უმაღლეს კომისარს საქათველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევაზე დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმის და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვისა და შემცირების საკითხს, რაც მხარეების შეფასებით კიდევ უფრო გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოადგენს საქართველოს რეგიონების მაქსიმალურ იზოლაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს.

მინისტრმა უმაღლეს კომისარს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა.

უმაღლესმა კომისარმა თავის მხრივ საქართველოს მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა საბჭოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და განაცხადა რომ იგი მომავალშიც, ყველა საერთაშორისო ფორმატში განაგრძობს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს ინტერესების დაცვას. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მიიწვია.

ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42