მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 13:19, 01 Mar, 2017     1094
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას დიტმირ ბუშატის შეხვდა. შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ალბანეთს შორის საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში მაღალი დონის რეგულარული შეხვედრების ტრადიცია.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მრავალფეროვან სფეროებს. მათ შორის აღნიშნეს ხალხთაშორისი, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების თვალსაზრისით არსებული დიდი პოტენციალი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეფორმების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ქართველ კოლეგას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და აღნიშნა, რომ ალბანეთი ასევე განიხილავს საქართველოსთან ახლო მომავალში უვიზო მიმოსვლის შემოღებას, (საქართველოს მოქალაქეები ალბანეთში უვიზოს მიმოსვლით ამჟამად მხოლოდ ზაფხულის სეზონზე სარგებლობენ).

მინისტრებმა გამოთქვეს დაინტერესება იმუშაონ ხალხთაშორისო და ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით, ამ მხრივ აღინიშნა ალბანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალბანეთს ნატოს ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობისთვის და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ალბანეთის აქტიური მონაწილეობისთვის.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობას. ალბანეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42