მიხეილ ჯანელიძემ კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელა
პოლიტიკა - 13:15, 01 Mar, 2017     995
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და კოსტა რიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა.

მიხეილ ჯანელიძემ და მანუელ გონზალეს სანზიმ მიმოიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა და გამოთქვეს დაინტერესება ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, არსებულ საინვესტიციო გარემოს და იმ ახალ შესაძლებლობებს რაც საფუძველს ქმნის ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების განსავითარებლად.

კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება მიმდინარე წელს ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ქვეყნის წარმატებას მრავალი მიმართულებით. მინისტრებმა განიხილეს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა.

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ბოლო განვითარებებს, კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა რეგიონში შექმნილი ვითარებით. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ასევე ინფორმაცია მიწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42