"აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება"- პაატა დავითაია
პოლიტიკა - 12:40, 01 Mar, 2017     1687
9 პოლიტიკური პარტია“რუსთავი2“-სა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად უზენაეს სასამართლოსთან პერმანენტულ აქციებს გეგმავს. საკოორდინაციოო საბჭო რ2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციების გამართვა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე დაანონსა. საკოორდიანციო საბჭოს წევრები საზოგადოებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ და ხვალ 11:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ. პაატა დავითაიას თქმით დემოკრატიული პროცესების დასაცავად საჭიროა საზოგადოების გაერთიანება და ერთად დგომა, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და იდეოლოგიისა:

„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს შეტევა დემოკრატიის ფორპოსტზე „რუსთავი2“-ზე , ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური პროცესით ხელში ჩაიგდოს რუსთავი2. შეტევა მიდის არა მარტო რ2-ზე, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, საპატრიარქოზე. ამიტომ ხვალ ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რა პარტიული კუთვნილებაც არ უნდა გვქონდეს, რა იდეოლოგიაზე არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიული პროცესების გარანტორი დღეს არის რუსთავი2. რომ არა რ2 საზოგადოება ვერ გაიგებდა როგორ აფათურებს სახელმწიფო ხელებს საპატრიარქოში, ვერ გაიგებდა იმას თუ როგორ აპირებს წაართვას ქართველ ამომრჩევლებს პრეზიდენტის პოსტი. აქედან გამომდინარე აუცილებელია ყველას ერთად დგომა, აუცილებელია ერთად დავიცვათ ის მონაპოვარი რასაც ქვია სიტყვის თავისუფლება. ჩვენ არ ვაპირებთ შევწყვიტოთ ეს აქციები, ეს აქციები იქნება პერმანენტული და გაგრძელდება მანამდე სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება და სანამ არ იქნება დაცული დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში.“- განაცხადა პაატა დავითაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42