9 პოლიტიკური პარტია“რუსთავი2“-სა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად გაერთიანდა. პარტიების მიერ შექმნილმა საკოორდინაციოო საბჭომ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ და ხვალ 11:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა. საკოორდინაციო საბჭოს წევრის მამუკა გამყრელიძის თქმით ის რაც რ2-ის წინააღმდეგ მიმდინარეობს ცდება კერძო არხის და რომელიმე პარტიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და არის თავდასხმა თითოეული მოქალაეის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიაპლურალიზმზე.
„უკანასკნელ ხანებში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას გაუჩნდა დაუსჯელობის სინდრომი. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რადგან გასდით ყველაფერი. ეს ჩემის აზრით საზოგადოების პასიურობის ბრალია. ამიტომ მე დღეს მოვუწოდებ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ. ეს მდგომარეობა რაც ახლა შეიქმნა არ გახლავთ მხოლოდ ერთი კერძო არხის გარშემო შექმნილი სიტუაცია, არც რომელიმე პარტიული კუთვნილების გამო არ ხდება. ეს გახლავთ თავდასხმა თითოეული ჩვენგანის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიაპლურალიზმზე. თუ ჩვენ ამ დემოკრატიული მონაპოვარს დავკარგავთ, დავკარგავთ სახელმწიფოს. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ ამოგვიდგნენ მხარში და ერთად დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული მონაპოვარი.“- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






