საკოორდინაციო საბჭო რუსთავი 2-ის დასაცავად პერმანენტულ აქციებს იწყებს
პოლიტიკა - 12:17, 01 Mar, 2017     1587

ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად გაერთიანებულმა 9 პოლიტიკურმა პარტიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. საუბარი ეხება რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს. საბჭოს წევრების განცხადებით, ისინი საქართველოში სიტყვის თავისუფლების დასაცავად პერმანენტულ აქციებს იწყებენ:

„ხვალ უზენაეს სასამართლოში ჩაინიშნა სასამართლო პროცესი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ პროცესს არავითარი კავშირი არ აქვს სამართლებრივ დავასთან. თვეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ შანტაჟის, მუქარის, ადამიანების მოსყიდვის, მოსამართლეების მოსყიდვის უპატიებელი ფაქტები, რომლებიც განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან, ხვალ არის კულმინაცია იმ პროცესის, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, რაც შეეხება არა რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, არამედ თავისუფალი სიტყვის ბედს საქართველოში, ამიტომ ჩვენ, პარტიათა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა ჩვენს ქვეყანაში, მობრძანდნენ 11 საათზე და ერთად გავაპროტესტოთ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე ვაკჰანალია. საგულისხმოა, რომ რუსთავი 2-ს, რომელიც მხარეა ამ პროცესში, არ უშვებენ სასამართლო დარბაზში და დავა დახურულ რეჟიმში გაიმართება, რადგან რუსთავი 2-ს და ქართულ საზოაგდოებას არ უშვებენ ამ დარბაზში, ამ შენობაში, ჩვენ შენობასთან გავაპროტესტებთ იმ ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი.

ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ, რაც თავს დაესხა ქართულ ჯარს, ქართულ პოლიციას, ქართულ ეკლესიას ქართულ არასამთავრობო სექტორს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას, ახლა გადაწყვიტა, რომ ჩვენს ქვეყანას წაართვას მთავარი, რაც მას გააჩნია, ეს არის სიტყვის თავისუფლება და ეს არის რუსთავი 2.

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოების, ქართული დემოკრატიის მომავალი გადის რუსთავი 2-ზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდით, რათა დავიცვათ რუსთავი 2. აქცია დაიწყება 11 საათზე, პერმამნეტულ ხასიათს მიიღებს და არ შეწყდება მანამ, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი გამოვა, რათა დაიცვას რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ხვალ 2 მარტს უზენაეს სასამართლოში ჩანიშნულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე, მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42