"პოლიტიკური შოუ და შეტევა ქაოსის დანერგვის მიზნით"- ლექვინაძე ოპოზიციის მერიაში არშეშვებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 11:43, 01 Mar, 2017     1089
დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას მერიაში მისვლის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ და დარბაზის მოსამზადებლად გარკვეული დრო იყო საჭირო, რამაც შეფერხება გამოიწვია.


ლექვინაძე ოპოზიციას „პოლიტიკურ შოუს“ მოწყობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ პროცესს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიები ხელმძღვანელობენ.

„ეს არის შეტევა ქაოსის დანერგვის მიზნით“-თქვა მან.

ირაკლი ლექვინაძე ირწმუნება, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახითვის ქონების გადაცემის საკითხზე მერიამ კანონის სრული დაცვით იმოქმედა.

ლექვინაძის თქმით ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა.

თბილისის მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ "ნარმანია მივა საკრებულოში, როცა ამას დეპუტატების შესაბამისი რაოდენობა მოითხოვს და დროს განსაზღვრავს თბილისის მერი საკრებულოს უმრავლესობასთან შეთანხმებით".

"ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ საკრებულოში და წარვადგინოთ წლიური ანგარიში. დავით ნარმანია მზად არის ისაუბროს არა მარტო ამ საკითხზე, არამედ ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება თბილისის წინაშე გამოწვევის სახით იდგეს, თუმცა პოლიტიკურ შოუში, რომელსაც აპირებს ”ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიები, მერია მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის დიდი პოლიტიკური შოუს ნაწილი. საქმიან გარემოში ჩვენ მზად ვართ ყველასთან - არასამთავრობო სექტორთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და განვმარტოთ ის არგუმენტაცია, რაც ამ საქმეზე არსებობს”, - განაცხადა ლექვინაძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს ოპოზიციამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრება სცადა, თუმცა მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42