ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს დღეს კენჭს უყრიან - ოპოზიცია მმართველ პარტიას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 11:19, 01 Mar, 2017     1072
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინიცირებულ პროექტს დეპუტატები მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ე.წ. მოსმენების გასაღები ახალ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება. დღევანდელი განხილვების შედეგად კანონპროექტი არსებითად აღარ შეიცვლება, დაგეგმილია მხოლოდ ტექნიკური საკითხების შესწორება.

უმრავლესობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ოპოზიცია აკრიტიკებს. მათი თქმით ამ კანონს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს. საპარლამენტო ოპოზიციას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.

„მოსმენები ისევ რჩება სუს-ის უფლებამოსილებაში და შესაბამისად ივანიშვილს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო მოსმენები გამოიყენოს როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მმართველ პარტიას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და კანონპროექტის განხილვას არ დაესწრება "ევროპული საქართველო". პარტიის ლიდერები ფარული მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით, დღეს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ.

„ქართული ოცნება დღეს უკვე მესამე მოსმენით საბოლოდ მიიღებს მოსმენების შესახებ კანონპროექტს, რომელიც პირდაპირ არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და კვლავ უკანონო მოსმენების მაღალი რისკის ფასად ტექნიკურ საშუალებებს ტოვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკუთრებაში, ე.წ. სუს-ის შემადგენლობაში,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, კანონპროექტი პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც მას საკონსტიტუციო სასამართლომ წაუყენა და ოპოზიციის მხრიდა კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე საუბარი მიუღებელია. მმართველი გუნდის განცხადებით ისინი მზად არიან, პრეზიდენტის ვეტო დაძლიონ.

„შევქმენით სისტემა, რომელიც ე.წ. ოქროს შუალედს უზრუნველყოფს. მოველი, რომ პრეზიდენტიც სიღრმისეულად განიხილავს თემას. საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციების შესრულება სახეზეა და ვფიქრობ ვეტო ამ თემაში არ უნდა გამოიყენოს. თუკი იქნება გამოყენებული, აუცილებელია, რომ დაძლეულ იქნეს,“- განაცხადა გია ვოლსკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42