„შეშფოთებული ვარ საქართველოში აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ ორი გამშვები პუნქტის დახურვის გამო. ამ პუნქტების დახურვა, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებს ასობით მოქალაქე, უარყოფით გავლენას მოახდენს ადგილზე არსებულ ვითარებასა და რეგიონში სტაბილურობაზე. ეს ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, რაც მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე.
როგორც ვარშავის სამიტზე გაჟღერდა, ნატო განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭრას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - ნათქვამია განცხადებაში.
ალიანსი მოუწოდებს მათ, ვისი ინიციატივაც იყო გამშვები პუნქტების დახურვა, გადახედონ გადაწყვეტილებას.
ალიანსი ასევე მოუწოდებს რუსეთს, ოკუპირებული რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს.
მასალის გამოყენების პირობები






