სენაკში დაკარგული ბავშვი მოკლულია? - რა ჩვენება მისცა გამოძიებას მეზობელმა
შემთხვევა - 10:35, 01 Mar, 2017     75074
სამართალდამცავები და მაშველები, 24 თებერვალს სენაკში დაკარგულ რვა წლის მოზარდს, მდინარე ტეხურას ნაპირზე ეძებენ.

ამის მიზეზი გაბეჩავების მეზობლის ჩვენება გახდა. როგორც "ნიუპოსტისთვის" ხდება ცნობილი, საერთო საცხოვრებელის ბინადარი, გუშინ პოლიციაში მას შემდგ დაკითხეს, რაც კამერებმა დააფიქსირეს, რომ ნიკა მასთან ერთად გადაადგილდებოდა.

დაკითხვისას, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირმა 2 ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა: პირველი ჩვენების მიხედვით, გაბეჩავების მეზობელი ამბობს, რომ ბიჭი მდინარეში მას შემდეგ ჩააგდო, რაც მოზარდთან კონფლიქტი მოუვიდა. რამდენიმე საათში აღნიშნულმა პირმა, ჩვენება შეცვალა და სამართალდამცავებს მოუყვა, რომ ნიკა გაბეჩავას, რომელიც მდინარესთან ჯართს აგროვებდა, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. დაკარგულის მეზობელი ამავე ჩვენებაში აცხადებს, რომ მას შეეშინდა და სახლში გამოიქცა.

დაკარგულის მშობლები აცხადებენ, რომ 8 წლის ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდეს. ისინი მეზობლის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

"ბავშვი წამოიყვანა, მოკლა და მერე გადაადგო მდინარეში, მიზეზი არავითარი, მინდა, რომ დაისაჯოს"- აცხადებს ბავშვის მამა ერეკლე გაბეჩავა.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, დაკარგულის ოჯახის წევრები თბილისიდან მყვინთავების გაგზავნას ითხოვენ.

"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42