პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმესთან მიმართებით კომენტარს აკეთებს. „არჩევანის“ ეთერში ოხანაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავს, მოხდეს მისი დაკავება:
„ვემიჯნები ყველანაირ პოლიტიკას, რაც ხდება სხვანაირი ბრძოლაა, ცდილობენ ბოროტი ძალები, რომ ეს ყველაფერი დააკავშირონ პოლიტიკასთან. მე ვიყავი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ისეთი რაღაც მოხდა, რომ ახლაც კი გაოგნებული ვარ, ბევრ რამეს ჯერკიდევ ვერ ვაცნობიერებ. ეს დასრულდა იმით, რომ მე წამოვედი სამსახურიდან, რომელიც იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი და მეორე ოჯახი. ეს უკავშირდება ბოლო დროს ატეხილ სკანდალს, უშუალოდ მე მეხებოდა, ეს დაკავშირებული იყო პატრიარქთან მიმართებით, პატრიარქის უსაფრთხოებას ეხებოდა, მე ვეღარ გავჩერდებოდი იმ თანამდებობაზე, მიმძიმდა, მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგი პატრიარქთან შეთანხმებით. არის მცდელობა იმისა, რომ მე დამაკავშირონ იმ კუთხით, რომ ვიყავი ორგანიზატორი, არ გამოვრიცხავ ჩემს დაკავებას, რადგან ძიებაშია საქმე“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






