დამწვრობის ცენტრში 13 წლის მოზარდი სუნთქვის აპარატზეა- ექიმბაშის მალამომ მდგომარეობა დაამძიმა
შემთხვევა - 21:50, 28 Feb, 2017     21091
დამწვრობის ცენტრში 13 წლის მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს, მას სხეულის 20%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა. მოზარდმა დამწვრობა მდუღარე წყლის გადასხმის შედეგად წელზე, ზურგზე და დუნდულოებზე მიიღო.

როგორც გუგა ქაშიბაძე აღნიშნავს, მდგომარეობის გართულება გამოიწვია იმან, რომ მდუღარე წყლით დამწვარ ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში, ექიმბაშის მიერ დამზადებული მალამოებით მკურნალობდნენ და ექიმს მანამდე არ მიმართეს, სანამ ბავშვი მძიმე მდგომარეობაში არ ჩავარდა.

"ბავშვის მდგომარეობა გართულდა, სუნთქვა გაუჭირდა, გონება დაკარგა, დაებინდა, ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო და ბავშვი გადაყვანილ იქნა მარნეულის კლინიკაში. იქედან სასწრაფო მანქანის დახმარებით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. ამჟამად იგი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. ჭრილობები არის დაინფიცირებული, ძალიან ძლიერი ინტოქსიკაციაა, აღენიშნება მეორადი ნეკროზისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ამ სისულელეების გამო შეიძლება ყველაფერი ფატალურად დასრულდეს."- აცხადებს გუგა ქაშიბაძე და ყველას მოუწოდებს ექსპერიმენტებისგან და საეჭვო საშუალებების გამოყენებისგან თავი შეიკავონ და დროულად მიმართონ ექიმს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42