მამალაძის თქმით, ფარულ ვიდეო ჩანაწერებში მომწამლავი ნივთიერება, ციანიდი ჩანს:
„მეუფე პეტრე არცერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს, ვაიბერ მიმოწერა არის მორიგი თავლისახვევა საზოგადოებისთვის. მე არ ვარ პროკურატურის ტიპიური მოწმე. საქმე არის ჩაბეტონებული, ეს საქმე მივა ბოლომდე, ამაში ვარ დარწმუნებული. მივა სასამართლომდე და იმედი მაქვს გამოვლინდებიან ის ადამიანები, ვინც იდგნენ გიორგი მამალაძის მხარეს. ვიდეო ფარულ ჩანაწერში ცალსახად ისმის საუბარი მკვლელობის მომზადებაზე და ამ საქმეზე. მე ცალსახად ვაცხადებ, მე როგორც განმცხადებელმა ვთქვი, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის პირის მკვლელობა, მათ შორის იქ საუბარია პატრიარქზე. მთავარ პროკურორს არავინ შეუყვანია შეცდომაში. ციანიდი მას ესაჭიროებოდა გერმანიაში წასვლამდე, ეს ჩანს კარგად. რომ ამბობენ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძის ნათესავიაო, მეუფე დიმიტრის ნათესავიც არის. ქვეყანამ მართლაც ტრაგედია აიცილა და უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩატარდა.
ვნახეთ, რომ არაერთი პირი დაიკითხა, მეუფე პეტრე არის დაახლოებული პირი და ამ ჯგუფის წევრი, ეს ცხადად ჩანს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი, მკვლელობის მომზადება, მიმდინარეობდა მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით. ჯგუფის წევრები არის ჩანაწერებში. ჩანაწერებში ციანიდი ჩანს. პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ მასალებში ყველაფერი გამოჩნდება და საზოგადოება კიდევ ერთხელ მიიღებს დიდ შოკს“, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






