ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი რუსთავი 2-ის მნიშვნელობას ყოველთვის უსვამს ხაზს საქართველოშიც და ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„რუსთავი 2-ის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემა პრეზიდენტისთვის და ზოგადად, მთელი ადმინისტრაციისთვის. საქართველოს პრეზიდენტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყოველთვის ამ საკითხის მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. დღესაც გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კავშირშია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან პირველ რიგში. რაც შეეხება კონკრეტულად, სასამართლო პროცესს, ჩვენ სასამართლო პროცესებზე კომენტარს არ ვაკეთებთ,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ და იქვე დასძინა, რომ გიორგი მარგველაშვილს მედიის დაცვისგან თავი არასდროს შეუკავებია.
„არცერთ ეტაპზე პრეზიდენტს თავი არ შეუკავებია მედიის დაცვისგან, თუ დასაცავია რომელიმე მედია და თქვენ ხართ მედიის წარმომადგენლები მგონი, არ მომცემთ საშუალებას, რომ მოვიტყუო, ან რამე ზედმეტი ვთქვა. არცერთ ეტაპზე არ ყოფილა, რომ პრეზიდენტს არ გამოეხატოს თავისი რეაქცია, შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და შესაბამისად, იქნება ჩვენგანაც რეაგირება,“ - განაცხადა ეკა მიშველაძ.
მასალის გამოყენების პირობები






