ლევან იზორია უკრაინას მარტის ბოლოს ეწვევა
პოლიტიკა - 15:19, 28 Feb, 2017     900
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

თავდაცვის მინისტრმა უკრაინასთან თანამშრომლობის გეგმებსა და მარტის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა. „საქართველოში უკრაინის ახალ ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გავუსვით, რომ საქართველო-უკრაინას შორის არსებული, ტრადიციული, მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უნდა გაღრმავდეს. სწორედ, ამ მიზნით თვის ბოლოს იგეგმება ჩემი ვიზიტი უკრაინაში, სადაც სამხედრო სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა მოგვეცემა. ჩვენ, ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო წვრთნების ფარგლებში და წელს უკრაინის მხრიდან მრავალეროვნული წვრთნების ფარგლებში გაზრდილ კონტიგენტს ველოდებით. ამ მიმართულებით უკრაინელებთან თანამშრომლობას ინტენსიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების, უკრაინელი სამხედროებისათვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების შეთავაზების, ასევე დაჭრილი ჯარისკაცების წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის საკითხებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42