"საქართველომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის გზაზე წარმატებას დამსახურებულად მიაღწია" - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 15:11, 28 Feb, 2017     1484
საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოსა და ევროპას მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს.

„საქართველოს პრეზიდენტის სახელით ყველას გილოცავთ უაღრესად სასიხარულო ამბავს - მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მიმოსვლა უვიზოდ რეალურად ამოქმედდება.

მოგეხსენებათ, ხვალ - პირველ მარტს, ხელი მოეწერება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის აზრით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე. ეს არის ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის.

მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპული არჩევანის შეუქცევადობას და ევროკავშირის მაღალ ნდობას საქართველოსადმი, როგორც საიმედო პარტნიორისადმი.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ დამსახურებულად მიაღწია წარმატებას, რაშიც წვლილი სხვადასხვა დროს საქართველოს მთავრობის წევრებმა შეიტანეს.

ამავე დროს, ეს არის მოქმედი ხელისუფლების კონსოლიდირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგი. ქვეყნის პირველი პირის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოსა და ევროპას ამ წარმატებას ულოცავს“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესპიკერმა ეკა მიშველაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42