გიორგი მარგველაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ბელორუსის რესპუბლიკაში გაემგზავრება
პოლიტიკა - 15:07, 28 Feb, 2017     954
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ქვეყნის პირველ პირს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელარუსის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კოტარია დახვდებიან.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართვს. სახელმწიფოს მეთაური ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.

საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას და მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.

გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარესთან მიხაილ მიასნიკოვიჩთან და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ანდრეი კობიაკოვსაც შეხვდება.

ქვეყნის პირველი პირი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში დიდი სამამულო ომის ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმს, ასევე მრავალფუნქციური კულტურულ-სპორტული კომპლექსს „მინსკ არენა“ და ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკს დაათვალიერებს.

გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ვიზიტის ბოლოს ქვეყნის პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად მემორიალურ კომპლექსს “დიდების ყორღანი” ყვავილების თაიგულით შეამკობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42