„ზოგადად, კალაძესა და ბიძინას შორის „შავმა კატამ“ ჯერ კიდევ არჩევნების წინ გაირბინა, მაგრამ მაშინ ამ უთანხმოებას სერიოზული სახე არ ჰქონდა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნათელი გახდა, რომ კალაძე პარტია „ქართლ ოცნებას“ ერთპიროვნულად, თავისი დაცვის ყოფილი უფროსის ხელით მართავდა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო სიაშიც ჩასვა და ახლა ეს ადამიანი დეპუტატია,“ - აღნიშნავს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც აქვე ამბობს, რომ კალაძის დაცვის ყოფილი უფროსს პარლამენტში ცალკე „კუტოკი“ აქვს და ცდილობს, საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკის მინისტრის ერთგვარი ლობი შექმნას.
„არ მინდა, ახლა კონკრეტული ადამიანების გვარები დაგისახელოთ, მაგრამ სახელისუფლო გუნდის ყველა წევრმა იცის, რომ არჩევნების წინ, სიის შედგენის დროს, კალაძემ პოტენციურ დეპუტატებზე კასტინგი გამოაცხადა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ისინი, ვისაც პარლამენტში შესვლა უნდოდა, კავშირის დამყარებას სწორედ ენერგეტიკის მინისტრთან ცდილობდა. კალაძე ყველას პირდებოდა, რომ სიაში აუცილებლად ჩასვამდა, მაგრამ ამ ხალხის ნაწილი „გადააგდო“. უფრო სწორად, პოლიტსაბჭომ, როცა გასაუბრება ჩატარდა, ეს ხალხი „დაბრაკა“. ამან დეპუტატობის მსურველების აღშფოთება გამოიწვია და ერთ-ერთმა იმდენი მოახერხა, რომ ინფორმაცია „შუშის სასახლემდე“ მიიტანა, ანუ ივანიშვილს საყვედური შეუთვალა, კალაძისგან ვიცი, რომ ჩემი სიაში ჩასმის წინააღმდეგი წახვედით. არადა, მეგონა, მხარს დამიჭერდითო. ამის ნიადაგზე ყოფილამ პრემიერმა, როგორც მე ვიცი, გარკვეული მოკვლევა ჩაატარა და რამდენიმე ფაქტი ერთმანეთს რომ დაემთხვა, კალაძეს პასუხი მოსთხოვა, ასე რატომ მოიქეციო. ამის მერე, რაღაც პერიოდის განმავლობაში, კალაძე „შუშის სასახლეში“ არათუ აღარ მიდიოდა, არამედ, ივანიშვილს ტელეფონითაც აღარ ეკონტაქტებოდა. ამასობაში, ყოფილმა ფეხბურთელმა გამოსავალი მოძებნა და „გაზპრომთან“ კონტაქტი დაამყარა,“ - უყვება „ნიუპოსტს“ კულუარულ ვერსიებს ინკოგნიტო პიროვნება.
აგრეთვე, ისიც ცნობილია, რომ ბერლუსკონე კალაძეს იმ დროს, როცა ეს უკანასკნელი ფეხბურთის ვასრკვლავად ითლებოდა, შვილობილად აღიარებდა. უფრო მეტიც, პრესაში სხვადასხვა დროს გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავის დროზე ბრიტანეთის დედოფალს „სკოტლანდ იარდის“ გამომძიებლების საქართველოში გაგზავნა და კალაძის ძმის საქმის გამოძიებაში ჩართვა სწორედ ბერლუსკონემ სთხოვა, თუმცა ამ თემაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
„თავად უმრავლესობის წევრებიც ადასტურებენ პირად საუბრებში, რომ კალაძემ „გაზპრომთან“ ის ხელშეკრულება, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა, დამოუკდიებლად დადო და ამ ყველაფრის შესახებ ივანიშვილმა პოსტ-ფაქტუმ გაიგო, მაგრამ როგორც ამბობენ, გარიგება მოეწონა და ამიტომ ენერგეტიკის მინისტრს აღარ უსაყვედურა და ისიც აპატია, რომ პარტიულ ინტრიგებს აწყობდა. ამას გარდა, „გაზპრომის“ თემას ავტომატურად მოჰყვება აფხაზეთის რკინიგზის საკითხის გააქტიურება. ეს თემა ისეც შეიძლება, მოგვარებულიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, „გაზპრომი“ რუსული სახელმწიფო კომპანიაა. მისი პოზიციების საქართველოში გაძლიერება კი, პრინციპში, იმის გარანტია იქნება, რომ ოფიციალური მოსკოვი ყველა თავის მიზანს, რაც ამიერკავკასიას და, ამ შემთხვევაში, საქართველოს უკავშირდება, უფრო ადვილად მიაღწევს, თან ყურადღება მისაქცევია, რომ აფხაზეთში ე.წ. გამშვები პუნქტები დაიკეტება, ანუ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ აფხაზეთი დე-იურედაც აღარ არის ჩვენი საკუთრება. ყველა ლოგიკით, ამ თემებზე უნდა ვმსჯელობდეთ და არა იმაზე, ვინმე პატრიარქის მოწამვლას მართლა აპირებდა თუ არა.
ზოგადად, იმას არ ვამბობ, რომ უწმინდესს არავინ არაფერს უპირებდა, მაგრამ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვა პოლიტიკურ ჯგუფებს საკუთარი ვიწრო ინტერსებისთვის უფრო აწყობთ, ანუ ხელისუფლება თავის საქმეს ამ ხმაურის ფოზნე ისე მშვიდად გააკეთებს, რომ სანერვიულო არ ექნება. სხვა პოლიტიკურ ძალებს კი, თუნდაც იგივე ყოფილ მმართველ გუნდს სალაპარაკო მიეცემა და შეეცდება, ეკლესიის დაცვის ეგიდით, შელახული ავტორიტეტი და რეპუტაცია ნაწილობრივ მაინც აღიდგინოს, მაგრამ არ მგონია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მიზანს მიაღწიონ, რადგან ხალხი ყველაფერს ხვდება, თან ბევრი რამე იმაზეც იქნება დამოკიდებული, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო რა გადაწყვეტოლებას გამოიტანს. თუ განაჩენი ტელევზიისთვის მიუღებელი იქნება, პირადად მე არ გამოვრიცხავ, რომ ამას სახლახო მღელვარება მოჰყვეს - 19 თებერლის მიტინგი ამის საფუძველს იძლევა.
ამას გარდა, დასავლეთის პოზიციასაც ექნება მნიშვნელობა და ხელისუფლება, უფრო ზუსტად, ხელისუფლების ერთი ფრთა იძულებული გახდება, თავის გეგმაში გარკვეული ცვლილება შეიტანოს,“ - ვარაუდობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც მაინც იმ ზარისკენ იხრება, რომ ამ მოვლენებში „ოცნებას“ განტევების ვაცის მოძებნა მოუწევს და ის შეიძლება, კალაძე იყოს.
ეს ვერსია შეიძლება, მთლად რეალური არ არის, მაგრამ რამდნეიმე კვირის წინ, „ნიუპოსტმა“, პირად წყაროზე დაყრდნობით, უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართელ გუნდი თბილისის მერობის კანდიდატზე ჯერ ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა, ანუ დავით ნარმანიას მერად მეორე ვადით არჩევა ჯერ ისევ განიხილება და ეს მაშინ, როცა ისიც ითქვა, რომ კალაძეს უნდა თბილისის მერობა, მაგრამ თუ მას ივანიშვილთან ურთიერთბა გაფუჭებული აქვს, ეს სურვილი არ აუსრულდება, თუმცა მის სასარგებლოდ, კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ „გაზპრომის“ და იგივე აფხაზეთის რკინიგზის თემამ იმუშაოს, ანუ სერიალ „ციანიდის“ შემდეგი სერია, როგორც ჩანს, კიდევ უფრო დრამატული და მძაფრი შეიძლება იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






