"საქართველოს შეუძლია რუსეთის აგრესიას გაუძლოს და განვითარდეს"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:50, 28 Feb, 2017     1616
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია გაიმართა.
სტრატეგიული დისკუსიის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების სექტორს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენმა ქვეყანამ იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ევროკავშირი და ნატო წარმოადგენს, იმ ღირებულებებისთვის, რომლის ირგვლივაც გაერთიანებულია დასავლური სამყარო ძალიან ბევრი გაიღო.

„იმ ბანაკში, იმ ერთა ერთობაში, რომლის კულტურულ ნაწილადაც ჩვენ აღვიქვამთ საკუთარ თავს და რომლის წევრობისკენაც ჩვენ ნათელ ნაბიჯებს ვდგამთ, არის გარკვეული ფაზა კონსერვატიზმის, ან სირთულეების მიმართ პოზიციების ჩამოყალიბებისა და ფიქრის გარკვეული ფაზა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ თვალასაზრისით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება.

ჩვენ ბოლო 25 წლის განმავლობაში, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი ვართ. ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო თავიდანვე, მაშინ როდესაც ახალმა, ქართულმა სახელმწიფომ 90-იან წლებში დააფუძნა თავისი დამოუკიდებელი იდენტობა და იმ დღიდან ქართული სახელმწიფო ვითარდება, იზრდება და ძლიერდება სწორედ სხვადასხვა ტიპის რუსული აგრესიის ფონზე.

ამ თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთს შეიძლება გაუძლო, რუსეთის აგრესიას გაუძლო და ამ აგრესიის ფონზე შეიძლება გადადგა ნაბიჯები შენი დამოუკიდებლობის, შენი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიის გახსნისას მისასალმებელ სიტყვაში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა როდესაც საქართველო კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯებს დგამს როგორც ნატო-ს მიმართულებით, ისე ევროკავშირის მიმართულებით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხმა, როგორც ქვეყნის და როგორც ერის, რომელმაც რეალურ ისტორიაში, ჩვენი წინა თაობის ფონზე, თავის თავზე აიღო ძალიან მძიმე დარტყმები და მაინც არ შეცვალა თავისი კურსი, იქნება გაგონილი არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ფართოდ იქნება გახსნილი კარები საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით, არამედ თუნდაც გააძლიერებს იმ რწმენას და ემოციას, რომ დემოკრატიის, ღია საზოგადოებისა და ლიბერალური საზოგადოების ეს ღირებულებები უნდა იყოს დომინანტური და მეტიც ამ ღირებულებებს შეუძლია რუსეთის მცირე მეზობელმა მცირე ქვეყანამ გაუძლოს.

„შესაბამისად მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული, რომ ამ მოგებულ ბრძოლაში საქართველოს ექნება თუნდაც ის მორალური როლი, რომელსაც ჩვენი შემთხვევა თამაშობს ამ უახლესი ისტორიის მთელ პროცესში და ამ ბრძოლის საბოლოო წერტილი იქნება სწორედ დასავლური კულტურის, ცივილიზაციის, დასავლური ცხოვრების წესის კიდევ უფრო განმტკიცება და საქართველო, როგორც ამ ერთა ოჯახის ნაწილი.

ბუნებრივია, ეს დღეს ნათლად ჩანს, რომ არის რთული დაპირისპირება, რომლის პროცესშიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების კიდევ უფრო დარწმუნება, ჩვენი მოკავშირეებისთვის ნათლად იმის ჩვენება, რომ უკან დახევა ამ ღირებულებებისგან და პარტნიორობისგან იქნება პრობლემური და შეიძლება ტრაგიკულიც იყოს ბევრი ერისა და ქვეყნისათვის, ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ ნათლად ჩანს 25 წლის მანძილზე, რომ საქართველოს არ შეუცვლია თავისი ორიენტაცია და არც მომავალში არ შეცვლის.

მე ვხედავ ჩვენს სახელმწიფოს, როგორც ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მოქმედ პირს და ასევე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მაგალითს იმის საჩვენელბად, რომ დაპირისპირება ღირებულებით ნაწილში იქნება საბოლოოდ წარმატებით დაძლეული”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დისკუსიაზე იმსჯელეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათთან ერთობლივად გამკლავების გზებზე.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, თავდაცვისა და უშიშროების სექტორის ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე მოხსენებით გამოვიდნენ ასევე, გამომცემლობა The Economist-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუკასი და Penguin Random House-ის თავმჯდომარე ჯონ მაკინსონი.

დისკუსიას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42