,,რუსთავი 2-ის საქმეზე შერჩეულ მოსამართლეთა შემადგენლობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვებია. იყო გარკვეული შოუ დადგმული პროკურატურის მხრიდან თითქოს განხორციელებულ ზეწოლაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ,,ქართული ოცნების’’ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება შეიცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა მისი მფლობელის შეცვლის გზით კვლავ ძალაშია და როგორც ჩანს, უზენაეს სასამართლოზე ახლაც ძალიან ძლიერი წნეხი მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა მთლიანად არის რა თქმა უნდა ივანიშვილზე, თუმცა სასამართლოში მოსამართლე ნინო გვენეტაძეზე, რომელიც ამ საქმის გამხილველი დიდი პალატის თავმჯდომარე გახდა. დიდი იმედი, რომ უზენაეს სასამართლოში სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენ არ გვაქვს’’-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






