მიხეილ ჯანელიძე დანიელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 13:00, 28 Feb, 2017     945
ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსს შორის.

დანიელმა კოლეგამ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქართველ ხალხს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი წარმატება. თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დანიას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამომავლო გეგმებზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპული იდეის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მხარდაჭერას, რაზეც ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული არაერთი კვლევა მეტყველებს. ევროპული ინტეგრაციის გზაზე უახლოესი პერიოდის მთავარ ამოცანებად ინსტიტუციური დაახლოება, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის სამზადისი დაასახელა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკას, რაც ასევე მიზანს ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის სიკეთეებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან სარგებლობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა საქართველოში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42