ნიგერია ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა
პოლიტიკა - 12:48, 28 Feb, 2017     816
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალ სეგმენტში მონაწილეობის ფაგლებში, ქ.ჟენევაში შეხვედრა გამართა ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯოფრი ონიემასთან.

შეხვედრაზე მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში აფრიკულ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობა. განსაკუთრებით აღინიშნა განათლების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ნიგერიის მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი. ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ნიგერიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაინტერესება გამოხატა ელეტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალქეების მომსახურებისა და მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იდეის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ანალოგიური მომსახურება გაეწიოს იურიდიულ პირებსაც.

მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ნიგერიელებს და ამ მიზნით კოლეგა საქართველოში მიიწვია.

კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში ნიგერიისა და საქართველოს თანამშრომლობა.

ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ტუნისისა და კოტ დიუვარის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქემაიეს ჯინაოუისს და მარსელ ამონ ტანოსს. ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ტუნისში მიხეილ ჯანელიძის მოსალოდნელ ვიზიტს, რაც მხარების შეფასებით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42