ნაციონალური მოძრაობა სტატუს შეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 12:44, 28 Feb, 2017     1308
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს სტუდენტების სოციალური გრანტებით დაფინანსების ახალი მოდელი შემუშავდეს, ასევე, დაინერგოს დისტანციური სწავლება შეღავათიან ფასად, რათა ქვეყანას სოციალური პრობლემების გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტები არ ჰყავდეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მარიამ გერსამიამ ისაუბრა.

„საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც თანხის უქონლობის გამო ვეღარ აგრძელებენ განათლების მიღებას. დღეის მონაცემებით მათი რაოდენობა 35 ათასს აჭარბებს.

დროა დავიწყოთ პროცესი და ისეთი პირობები შევქმნათ, სადაც განათლება პრიორიტეტული იქნება და სწავლისთვის მოტივირებული სტუდენტისთვის ფინანსები დაბრკოლება აღარ იქნება.

ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

შემუშავდეს სტუდენტების სოციალური გრანტებით დაფინანსების ახალი მოდელი. საჭიროა მეტი დაფინანსებული სტუდენტი სოციალური საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

უნდა წავახალისოთ თავად უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის შესაბამისი სერვისების განვითარება. მათ შორის, დისტანციური სწავლება შეღავათიან ფასად, თანხის გადახდა სასწავლო კრედიტების და არა სემესტრების მიხედვით, საქველმოქმედო მიზნობრივი ფონდების შექმნა უნივერსიტეტებში, კამპუსების პროგრამა, სამუშაო ადგილების შეთავაზება თავად კამპუსებში, სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკი

უნდა წავახალისოთ უმაღლესი სასწავლებლების და დამსაქმებლების თანამშრომლობა. ხელშეწყობა ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის, სტაჟირებაში სასწავლო კრედიტის მიღებისთვის და დასაქმების პერსპექტივისთვის.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მიმდინარეობს ღია შეხვედრები, დისკუსიები განათლების და მეცნიერების მიმართულებით, რომლის მიზანია სისტემაში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ ღია დისკუსიის წარმართვა და კონკრეტული ინიციატივების დამუშავება. შეხვედრები ღიაა ფართო საზოგადოებისთვის, ექსპერტებისთვის და სწორედ პროფესიონალებთან, ხალხთან კონსულტაციების შედეგად მუშავდება იდეები და ინიციატივები, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით აუცილებლად განვახორციელებთ"- განაცხადა გერსამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42