პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივ მოძრაობათა საკოორდინაციო საბჭოს მანიფესტი
პოლიტიკა - 11:44, 28 Feb, 2017     1723

დღეს პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივ მოძრაობათა საკოორდინაციო საბჭომ მანიფესტი გამოაქვეყნა. „ნიუპოსტი“ მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ხელისუფლებსი რეალური მმართველი ივანიშვილი კვლავ ახორციელებს შეტევას თავისუფალ მედიაზე, რაც ნიშნავს შეტევას სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის უმთვარესი პრინციპების წინააღმდეგ, არაფორმალურ მმართველობას დამორჩილებულმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა მოსპოს მედია და სახელმწიფო ინსტიტუტები, ის მექანიზმები, რომლის მეშეობითაც ფუნქციონირებს დემოკრატია, რაც არა ქვეყნის დემოკრატიზაციასა და დასავლურ ინტერგრაციას, არამედ რუსული იმპერიალისტური ინტერესების გატარებას ემსახურება.

შეუზღუდავი საკონსტიტუციო ძალაუფლების მქონე ხელისუფლება ცდილობს, შინაარსისგან დაცალოს პრეზიდენტის ინტიტუტი და საქართველოს მოქალაქეებს წაართვას თავიანთი სახელმწიფოს მეთაურის, კონსტიტუციის გარანტისა და პოლიტიკური არბიტრის პირდაპირი წესით არცევის უფლება. მედიისა და სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, არაფორმალური მმართველი, კორუფციისა და მონური მორჩილების ჭაობში ითრევს სასამართლო და ადგილობრივ ხელისუფლებას. არაფორმალური მმართველობა მიზნად ისახავს სრულად მოსპოს სამართლებრივ-პოლიტიკური და სახელმწიფო კონტიტუციური წესრიგი ქართულ სახელმწიფოში.

შეტევა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ნიშნავს შეტევას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ნიშნავს შეტევას ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების წინააღმდეგ.

დღეს დგას რეალური საშიშროება, სრულიად დავკარგოთ პოლიტიკური თავისუფლება, რაც ქართველმა ხალხმა ბრძოლით მოიპოვა. თანამედროვე ქართულ რეალობაში ზღვარი მონობასა და პოლიტიკურ თავისუფლებას, ავტორიტარულ ერთფეროვნებასა და დემოკრატიულ პლურალიზმს შორის გადის რუსთავი 2-ზე, აუცილებელია შენარჩუნებული იქნას რუსთავი 2-ის პროდასავლური სარედაქციო პოლიტიკა, როგორც კრემლის პროპაგანდის მთავარი საპირწონე საქართველოში.

ჩვენ ქვემორე ხელმომწერნი, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, ვიწყებთ უკომპრომისო, შეურიგებელ და პერმანენტულ ბრძოლას საქართველოს პრეზიდენტის, რუსთავი 2-სა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი, ცივილიზებული, ერთგული და ევროატლანტიკური მომავლის შენარჩუნებისთვის.

მივმართავ თავისუფალი სამყაროს ლიდერებსა და სახელმწიფოებს საქართველოს ტრადიციულ მეგობრებსა და დემოკრატიის შენების პროცესში ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს: მოგიწოდებთ და გთხოვთ ამ გადამწყვეტ ეპიზოდშიც კვლავინდებურად არ დაიშუროთ ძალისხმევა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ღირებულების გადასარჩენად, რადგან ეს ღირებულებები საყოველთაოა და ყველა დემოკრატიული ძალის მიერ კოლექტიურად დასაცავი.

საქართველოს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და პოლიტიკურ ძალებს, უღრმესი პატივისცემითა და თანმშრომლობის იმედით მოგიწოდებთ, დროებით დავივიწყოთ ჩვენს შორის არსებული განსხვავებები, გავაერთიანოთ ძალისხმევა და ერთობლივად დავიცვათ ყველაზე მთავარი - თავისუფლება, სამოქალაქო, პოლიტიკური და დემოკრატიული პრინციპი ჩვენს სახელმწიფოში“, - აღნიშნულია მანიფესტში, რომელსაც ხელს აწერენ:

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“, „საქართველოს დემოკრატიული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რეფორმატორები“, „სამოქალაქო ალიანსი თავსუფლებისთვის“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42