კახა კახიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 10:47, 28 Feb, 2017     838
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას 2016 წლის ივლისში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგენდა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მოქალაქეებისათვის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.

კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია თურქეთის რესპუბლიკაში თავისუფლებააღკვეთილ საქართველოს მოქალაქეთა საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლების შემდგომ, პრობაციის პერიოდში დახმარება. მინისტრი მიიჩნევს, რომ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქე პრობაციონერებისთვის რიგი სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, უმჯობესია საქართველოში დაბრუნება და საპრობაციო ვადის სამშობლოში მოხდა. აღნიშნული საკითხის დარეგულირება შესაძლებელია თურქეთის რესპუბლიკაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

მინისტრმა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი მიდგომების დანერგვისას მეზობელი ქვეყნების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„მზად ვართ, ვუმასპინძლოთ ჩვენს თურქ კოლეგებს და სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, გავაცნოთ ჩვენს სისტემაში მიღწეული პროგრესი. ამასთან, ჩვენთვისაც საინტერესო გამოცდილება იქნება ადგილზე გავეცნოთ მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამებს, რომლებიც თურქეთის პენიტენციურ სისტემაშია დანერგილი“, - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.

ელჩის განცხადებით, მემორანდუმი ორი ქვეყნის სასჯელაღსრულების სიტემის დაახლოებისა და გამოცდილების გაზიარების გარანტი იქნება.

“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მინისტრ კახა კახიშვილთან. დეტალურად განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლო სფეროები. მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უფლებების დაცვა. უახლოეს კვირაში დავიწყებთ მემორანდუმით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობას. ყოველთვის მოხარულები ვართ სასჯელაღსრულების სამინისროსთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ეფექტიანი მართვისა და შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფის, პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, პენიტენციური ჯანდაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42