"სიტუაცია ძალიან საგანგაშოა" - უგულავა რუსთავი 2-ის საქმეზე
პოლიტიკა - 18:15, 27 Feb, 2017     3381
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსთავი 2-ის საქმეზე 2 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ თუ ტელევიზიისთვის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი ეს არა მხოლოდ რუსთავი 2-ის არამედ საზოგადოების პრობლემაც იქნება.

,,ის, რომ 2 მარტს ჩაინიშნა პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მხრიდან, უკვე არის ძალიან ცუდი და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი სიგნალი იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის საქმე არ არის ორ კერძო პირს შორის დავა როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს. მას აქვს უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესი და ეს დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე, როდესაც ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა რუსთავი 2-ს და მის დღევანდელ შემადგენლობას. შეიძლება, ძალიან სახიფათოდაც განვითარდეს მოვლენები. ჩამოთვლილ შემადგენლობაში არის ერთი მოსამართლე, რომელიც მთელი ცხოვრება პრაქტიკულად მუშაობდა ,,ქართუ ჯგუფში’’, მოსამართლე თოდუა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სასურველი იქნებოდა შეენარჩუნებინა, რადგან ჩვენ რამდენიმე საქმე ვნახეთ, სადაც გვენეტაძემ პარქტიკულად ტროიკას ფუნქცია შეასრულა. მხედველობაში მაქვს ქობულეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმე, სადაც ადამიანს სამი წელი ჰქონდა პირველ ინტანციაში და თერთმეტ წლამდე გაუზარდა. სიტუაცია ძალიან საგანგაშოა. ვთვლი, რომ თუ უზენაესი სასამართლო გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რაც რუსთავი 2-ის პარაქტიკულ დანგრევას ნიშნავს, ეს არ არის მხოლოდ ამ ტელევიზიის პრობლემა, ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა, ქვეყნის პრობლემა და განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ბიზნესისთვის იქნება ეს ძალიან დიდი დარტყმა. ის პრეცენდენტი, რომელსაც შექმნის დიდი პალატა, სამოქალაქო ურთიერთობებს დაანგრევს იმიტომ, რომ არც ერთი საკუთრება ქვეყანაში ამ გადაწყვეტილების მერე აღარ იქნება გარანტირებული. ყველას შეუძლია ნებისმიერის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი და პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამოქალაქო ქაოსი, რისი დასაბამიც შეიძლება გახდეს რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს და ხელისუფლებას იმიტომ, რომ არავის არ სჯერა, რომ მეორე მხარე არის ქიბარ ხალვაში. ეს არის პირობითი სახელი და მის უკან რა თქმა უნდა ხელისუფლება და ივანიშვილი იკითხება,’’- განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42