უწყებაში ამბობენ, რომ გარდაცვლილს დაზიანება თავისა და მხრის არეში აღენიშნება.
„ნიუპოსტი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
ამ ეტაპზე გამოძიების არსებულ ვერსიას არ ენდობიან გარდაცვლილი რეინჯერის ოჯახის წევრები.
მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.
ყურაშვილის მეუღლე აცხადებს, ტყის მცველს თავში შეშის ნაჭერი აქვს ჩარტყმული, რომელიც მისივე ინფორმაციით, იქვე შემთხვევის ადგილზე გდია.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე ფიზიკური დაპირისპირების კვალიც შეინიშნება.
„ჩემი ქმარი არ ავადმყოფობდა, არაფერს იტკიებდა, სრულიად ჯანმრთელი იყო. ეგ მოკლულია. განგებ მოკლეს“ - აღნიშნავს გარდაცვლილის მეუღლე.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს თავის ქალა ჩამტვრეული აქვს, რაც მათი თქმით, ძალადობის ფაქტს ადასტურებს.
„ეს ამბავი ასე არ ჩაივლის, ყველაფერს გავიგებთ, ვინ დადიოდა ყველამ იცის“- თქვა მეზობელმა.
"ნიუპოსტმა" იმ ყოფილი მეტყევეს ჩაწერა მოახერხა, რომელმაც სოფელ ხოვლეს ტყეში გარდაცვლილი რეინჯერის ცხედარი ერთ-ერთმა პირველმა ნახა.
ივანე ბითაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე ნანახიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ რეინჯერ კახაბერ ყურაშვილსა და მისთვის უცნობ პიროვნებას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. რის შემდეგაც 48 წლის რეინჯერი თავის არეში მიყენებული ტრამვის შედეგად გარდაიცვალა.
მკვლელობის შემდეგ კი მისი ცხედარი პირუტყვმა დაგლიჯა.
"მეც ყოფლი მეტყევე ვარ, ხმა გამოვიდა კახა დაიკარგაო და ცხენზე დავჯექი და ავედი ტყეში. კარგად ვიცი ეგ ტერიტორია და გავიქეცი, ავედი. მერე კასპის სატყეოს უფროსიც ამოვიდა თავის თანამშრომლებით. გავყევი ცხენის ნავალს და ნივის მარკის მანქანა იყო შესული, ცხენიც იქ იყო შეყოლილი. რომ შევედით იქ პური იყო ნაჭამი და გზიდან ხუთ მეტრში ეგდო მიცვალებული. შეშა იყო სისხლიანი, თავთან ეგდო. შეჭმული ჰქონდა სახე. შეშა მხეცმა დაარტყა? ნაჩხუბარი იყო და კაცი ხუთი მეტრის იქით ეგდო. მერე ჩვენ პოლიციას დავურეკეთ და რომ ამოვიდნენ აღარ მიგვიშვეს"-აცხადებს ივანე ბითაძე.
მასალის გამოყენების პირობები






