"აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე მსჯელობაც კი კოლაბორაციულია და იგი სახელმწიფოს ინტერესების ღალატია"- ირაკლი ღლონტი
პოლიტიკა - 17:17, 27 Feb, 2017     3123
პოლიტიკური პარტია „რეფორმატორები’’- ს თავმჯდომარის ირაკლი ღლონტის შეფასებით აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე მსჯელობაც კი კოლაბორაციულია და იგი ქართული სახელმწიფოს ინტერესების ღალატია. ღლონტი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელ საფრთხეს ყველა დასავლური ტიპის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა დაუპირისპიროს ერთიანი ძალისხმევა.

,,აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე მსჯელობაც კი კოლაბორაციულია. იგი დაუშვებელია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მას ყველა დასავლური ტიპის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი ძალისხმევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას, აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ! რაც თავის მხრივ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატია.

რკინიგზის გახსნის შემთხვევაში ერთი ათად გაიზრდება რუსული სამხედრო ინტერვენციის რისკები. ამ შემთხვევაში რუსეთი სომხეთში განლაგებულ ჯარებს თავისუფლად მოამარაგებს იარაღით, რაც თავისთავად გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას აზერბაიჯანის მხრიდან.

ქართული სახელმწიფოსთვის გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ეს პროექტი იქნება მარცხის ტოლფასი. დღეს კავკასიური და აზიური ტვირთები თავს იყრის ქართულ პორტებში, რადგან რკინიგზა სრულდება აქ. თუ რკინიგზა აღდგება ტვირთები გადაინაცვლებს რუსეთის პორტებში, იგივე ნოვოროსისკის პორტში, რომელსაც სულ ახლახან გაუკეთდა მოდერნიზება და გაზრდილია ტვირთების მიღების მოცულობა.

რეალურად სასომხეთი მთლიანად გადაერთვება რუსულ პორტებზე და ის არგუმენტი, რომ ჩვენ უფრო ხელსაყრელ პირობებს შევთავაზებთ, ეს არ და ვერ იმუშავებს, რადგან სომხეთს ეს ექნება დირექტივის სახით მიცემული, ასევეა ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი.

რეგიონალური თვალსაზრისით, რკინიგზის გახსნა დიამეტრალურად ცვლის ქართული სახელმწიფოს უპირატესობას კავკასიის რეგიონში. დღეს საქართველოზე გადის სასიცოცხლო არტერია, ხოლო აფხაზეთის მხრიდან რკინიგზის აღდგენა, საქართველოს, როგორც რეგიონის მთავარ მოთამაშეს ამ სეგმენტში მთლიანად ამოაგდებს

დიახ, აფხაზეთი საქართველოა და ქართული სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მის განვითარებას და წინსვლას, თუმცა მას შემდეგ, რაც კვლავ დავუბრუნდებით ერთიანობას და იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში.

და თუ ხელისუფლება დაუშვებს ამ საკითხზე საუბარს, მით უფრო მოლაპარაკების წარმოებას რკინიგზის აღდგენის მიზნით, მე, როგორც რიგითი მოქალაქე საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ჩავალ სამეგრელოში და გალიდან ფოთამდე არსებულ რკინიგზას საკუთარი ხელით გავანადგურებ. ‘’ - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42