"ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროებიდან არის ძალიან საგანგაშო" - კაპანაძე ე.წ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 13:55, 27 Feb, 2017     3252
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის სერგი კაპანაძე ე.წ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროებიდან არის ძალიან საგანგაშო.

,,ჩვენ, ბოლო წლებია ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს. როგორც წესი, ინფორმაცია ე.წ აფხაზურ რკინიგზაზე ვრცელდება ხოლმე რუსულ და სომხურ პრესაში და იქ არის ხოლმე იმაზე საუბარი, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართულ მხარესთან. ქართული მხარე კი როგორც წესი, ამაზე უარს ამბობს და არ აღიარებს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს მექანიზმები, რომ ეს გადავამოწმოთ და ხშირად ის ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროებიდან არის ხოლმე ძალიან საგანგაშო. გვინდა, რომ პასუხი გაგვცეს ხელისუფლებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო თვეებში ძალიან ბევრ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯზე წავიდა ხელისუფლება მათშორის ,,გაზპრომის’’ შეთანხმებაზე და დღემდე ასაიდუმლოებენ ამას. ამიტომ ყველანაირი მოლოდინი და სრული საფუძველი გვაქვს იმის, რომ ვივარაუდოთ ასეთი მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდეს. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი - თუ არ იქნა ბევრი ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესი გათვალისწინებული, ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. ეს დისკუსიები თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. იქ არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია. ამ რკინიგზის გახსნა ისე, როგორც ივანიშვილმა თავის დროზე ახსენა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან კატასტროფული შედეგის მომტანია. ბუნებრივია, ამით დაინტერესებულია პირველ რიგში რუსული მხარე და საოკუპაციო რეჟიმი იმიტომ, რომ ეს მათთვის მომგებიანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, გახსნილობა იყოს და ადამიანებს გადაადგილების და დევნილებს დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმები არსებობდეს. ეს მიზნები თუ მიღწეული იქნება, რა თქმა უნდა ყველაფრის განხილვა შეიძლება,’’-აცხადებს სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42